პრემიერი - ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია უცხოური სპეცსამსახურების მიერ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ

არ გვიკვირს, რომ ამ უნივერსიტეტში, რომელიც თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა ერთ ლარად, ეს ყველაფერი ხორციელდება. ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ზოგადად, თავი შეიკავონ ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც არის დაფინანსებული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „საქართველოს უნივერსიტეტში” ახალგაზრდების ტრენინგებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

კობახიძის თქმით, უცხოური სპეცსამსახურების სქემამ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ჩამოაქცია.

„ეს არის უცხოური სპეცსამსახურების სქემა, ამაზე ჩვენ მანამდე ღიად არ ვსაუბრობდით, თუმცა ახლა შეგვიძლია უკვე, თამამად და ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გასაკვირი ისიც არ არის, რომ თავის დროზე ერთ ლარად მითვისებულ უნივერსიტეტში ხორციელდება ასეთი გეგმები. გახსოვთ, რომ თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა ერთ ლარად უნივერსიტეტი, რაც თავისი არსით იყო კრიმინალური ქმედება და არ გვიკვირს, რომ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება ეს ყველაფერი. ეს არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელსაც წარმატებით განხორციელება არ უწერია, უბრალოდ, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას, განსაკუთრებით, ყველა უნდა მოერიდოს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას.

თქვენ იცით, რომ როდესაც წინა ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ კონკრეტული ადამიანები, მათ შეეფარდათ 2 წლით და უფრო ზემოთ თავისუფლების აღკვეთა, აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ზოგადად, თავი შეიკავონ ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც არის დაფინანსებული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ.

თქვენ ნახეთ, უცხოური სპეცსამსახურების ასეთმა სქემამ რა მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, რომელიც დღეს თავიდან ბოლომდე არის ჩამოქცეული, როგორც სახელმწიფო”, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის