ირაკლი კობახიძე - „ლელოში“ შიდა პრობლემებია, ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი, ასეთ ფონზე პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია

„ლელოში“ არის შიდა პრობლემები, ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით და ა.შ. მათ გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი, ასეთ ფონზე მათ პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ლელომ" საკუთარ შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს.

„ლელოში" არის შიდა პრობლემები, ცოტა ხნის წინ ლიდერებმაც კი დატოვეს „ლელო". ასეთ ფონზე, ვიღაცაზე ამის გადაბრალება არის სისუსტის მორიგი გამოხატულება. საკუთარ შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს ამ პოლიტიკურმა პარტიამ. აქამდე თავად მიიყვანეს საკუთარი თავი, ეს ძალიან კარგად მოეხსენება ყველას. ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით და ა.შ. მათ გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი. ასეთ ფონზე მათ პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს