ირაკლი კობახიძე - ხედავთ, რამდენად ენერგიულად და ეფექტიანად დაიწყო მუშაობა მამუკა მდინარაძემ - ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული

ხედავთ, რამდენად ენერგიულად და ეფექტიანად დაიწყო მუშაობა სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ბატონმა მამუკა მდინარაძემ, არაერთი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა, რაზეც დაიწყო გამოძიება, მიღებული იქნა შესაბამისი ზომები და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სუს-ის საქმიანობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული.

„პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ზომებს, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად დაიხვეწოს ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის საქმიანობა იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად თავიდან აცილებული ნებისმიერი ასეთი შემთხვევა მომავალში",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს