პრემიერი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე - ყველა მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა და ეს არის ობიექტური შეფასება, თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული

საქართველო ყველგან არის მოწინავე, სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები საქართველოს მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული.

„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება. თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, „რაც, ბუნებრივია, იმის გამოძახილია, რომ ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებსაც“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ე.წ. ოპოზიციონერი ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ ეკონომიკურ ვარდნას, ლარის კურსის ვარდნას და ზოგადად, ეკონომიკურ კრიზისს და ამის მაგივრად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოს მონაცემებით არის 7.9%.

„მინუსს წინასწარმეტყველებდნენ და 7.9% არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც არის სწორი პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება, იმის დამსახურება, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის