მაიკ ჯონსონი - მთავრობის შათდაუნი გარდაუვალია

აშშ-ის სენატორებმა ვერ შეძლეს კანონპროექტის მიღება, რომელიც მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შათდაუნმა“ შესაძლოა დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი - მაგრამ არა ყველა - სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერება „გარდაუვალია“.

„ვფიქრობ, რომ ეს ახლა გარდაუვალია“, - განაცხადა მან და სენატის უმცირესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი დაადანაშაულა იმაში, რომ „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ შეთავაზებული დაფინანსების წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

„ასე რომ, ერთადერთი კითხვა ის არის, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ჩაკ შუმერი მთავრობას დახურულს. ეს სახიფათო ნაბიჯია”, - აღნიშნა ჯონსონმა.

ე.წ. „შათდაუნი“ თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს