აშშ-ში მთავრობის „შათდაუნი“ დაიწყო

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო. მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა სენატმა ვერ შეძლო სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება.

„შათდაუნმა“ შესაძლოა დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი - მაგრამ არა ყველა - სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება.

უწყებები ოთხშაბათს დილით დაიწყებენ დახურვის პროცედურების განხორციელებას, რათა ასობით ათასი თანამშრომელი სამსახურებში დატოვონ, ან შვებულებაში გაუშვან. თითქმის არცერთი ფედერალური თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის შვებულებაში, არ მიიღებს ანაზღაურებას მანამ, სანამ კონგრესი შეთანხმებას არ მიაღწევს. ანაზღაურებას ყველა თანამშრომელი მოგვიანებით მიიღებს მას შემდეგ, რაც „შათდაუნი“ დასრულდება.

ეს არის აშშ-ის მთავრობის პირველი „შათდაუნი“ 2018 წლის შემდეგ. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება ბოლოს 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 34 დღის განმავლობაში გაგრძელდა. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დახურვა (შათდაუნი) ნიშნავს, რომ მთავრობის ყველა არაარსებითი ფუნქცია შეჩერდება. ფედერალური უწყებები დამოკიდებულები არიან კონგრესის მიერ დამტკიცებულ დაფინანსებაზე, რათა პრეზიდენტს საშუალება მიეცეს ხელი მოაწეროს მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონს. თუ კონგრესმენები დაფინანსებას ვერ დაამტკიცებენ, მაშინ ეს უწყებები იძულებულები ხდებიან, დაიხურონ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის