რუსეთის იაროსლავლის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის იაროსლავლის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის, მიხაილ ევრაევის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენა დრონებით თავდასხმას არ უკავშირდება.

„დღეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივები შეშფოთებულები იყვნენ, რომ ეს შესაძლოა მტრის დრონის თავდასხმის შედეგი ყოფილიყო. თუმცა, დღეს დრონებით თავდასხმა არ დაფიქსირებულა. ხანძარი ტექნოგენური ხასიათისაა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

გუბერნატორის ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე სახანძრო სამსახურები მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს