ლიბერთი ბიზნესისთვის - ახალი ციფრული სერვისები ბიზნესს

ლიბერთი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ბანკინგის მაქსიმალური გამარტივება და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტის შექმნა.

ამჯერად ბანკმა, Cash in ბანკომატებისთვის ახალი ინოვაციური ფუნქციონალი დანერგა. კერძოდ, დღეიდან შესაძლებელია ფიზიკური პირის მიერ, მესამე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის სერვისით სარგებლობა. აქამდე არსებული სერვისი მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანას ითვალისწინებდა.

დღეიდან, ასევე ხელმისაწვდომი ხდება ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირის ანგარიშზე (დოლარი, ევრო) თანხის შეტანის სერვისი. ფიზიკურ პირს აქამდე იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა შეეძლო მხოლოდ ლარში.

„ლიბერთის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სერვისების უწყვეტი გაციფრულებაა, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფრო სწრაფი, მოქნილი და კომფორტული საბანკო გამოცდილება შევთავაზოთ. თუ წლების წინ იურიდიულ პირებს ვაძლევდით შესაძლებლობას ბიზნეს ბარათის გარეშე განეხორციელებინათ თანხის შეტანა NCR ბანკომატებით, დღეს უკვე გაცილებით უფრო ფართო სპექტრის ინოვაციური სერვისები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ეს ცვლილება არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია, არამედ პასუხია ჩვენს მომხმარებელთა ყოველდღიურ საჭიროებებზე - დავით მესხიძე, ლიბერთის გადახდების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

ბანკმა რამდენიმე წლის წინ დანერგა ინოვაციური სერვისი იურიდიული პირებისთვის – NCR (cash-in) ბანკომატების მეშვეობით ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა, ბიზნეს ბარათის გამოყენების გარეშე. აღნიშნული ინიციატივა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბიზნესისთვის ოპერაციების გამარტივების მიმართულებით.

ლიბერთი ბანკი მომავალშიც განაგრძობს თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური, საიმედო და მაქსიმალურად ეფექტური ფინანსური მომსახურება.

ლიბერთის Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე და შეტანის შემდეგ ლიბერთის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან ფინანსების მართვა სურვილისამებრ არის შესაძლებელი. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატები ლიბერთიმ საქართველოში 2020 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დანერგა. მათი გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით, ასევე ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) 30 000 ლარიანი ლიმიტით ბანკში ვიზიტის გარეშე. ასევე, 24/7 ნებისმიერ დროს განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია სპეც.კურსით. ბანკომატიდან თანხის განაღდება კი შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე Apple Pay / Google Pay-ის გამოყენებით.

ამჟამად, მომხმარებლისთვის ლიბერთის 40-მდე Cash-in | Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი. იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო