ლევან ჟორჟოლიანი - EPC-ის სამიტის ფარგლებში პრემიერი სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, საუბარი იქნება საქართველოს ეკონომიკაზე - ასევე, პრემიერი შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნაზე

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-7 სამიტში, რომელიც ქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამიტზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ისაუბრებს ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ევროპაშია და იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც ევროპის ეკონომიკას აქვს.

„ასევე საუბარი იქნება საქართველოს ეკონომიკაზე, რომელსაც რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა აქვს უკვე ბოლო 2 წელია. ასევე იქნება შეხვედრების შესაძლებლობა ლიდერებთან. EPC-ის სამიტი იძლევა ამის საშუალებას, რომ მაქსიმალურად არაფორმალურ გარემოში მოხდეს ლიდერებს შორის ურთიერთობა, კონტაქტი და გარკვეული საკითხების განხილვა.

პრემიერ-მინისტრი შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. სულ რამდენიმე დღის უკანაც და ასევე ბოლო 3 თვის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობა ნარკოტიკები იქნა ამოღებული საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე, რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრი ამ ევროპულ ინიციატივას აუცილებლად შეუერთდება, რაც უკვე დადასტურებული გვაქვს სამიტის ორგანიზატორებისთვის“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება