კახა კალაძე - 13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო - დანის პირზე მოგვიწია სიარული, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა

13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო - საამაყოა ის, რომ გვაქვს მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ებრძვის მტერი, რომელიც ანგარიშგასაწევია, მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული.

„ამას ებრძვის არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ აშშ-ის პრეზიდენტიც და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნახეთ, რა პროცესები გამოიარა საქართველომ, თუნდაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე.

დანის პირზე მოგვიწია სიარული - უამრავი გამოწვევა და პრობლემა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ ამაზე საუბარი, ეს არის მოცემულობა - ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას იღებს მოსახლეობა. ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენი პოლიტიკით გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც არასდროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ცრუ დაპირებები უფასო ფულთან დაკავშირებით, ათასი ქარხნის აშენებაზე და ის, რომ ყველა სოფელი მიიღებდა 5 მილიონს.

კითხვაზე, მიიღო თუ არა უფასო ფული ხალხმა და სოფლებმა 5 მილიონი, კალაძე აღნიშნავს: „რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნახოთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. უამრავ განხორციელებულ პროექტს ნახავთ, სადაც სუბსიდირებას სახელმწიფო ახორციელებს. თქვენ ამის დანახვა არ გინდათ. სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით უამრავალი პროგრამა დაფინანსდა“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს