„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკში თანამშრომელთა უფლებების მართვის პლატფორმა განახლდა

„საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს ინტერნეტბანკში თანამშრომელთა უფლებების მართვის პლატფორმა განაახლა.

პლატფორმაზე უკვე შესაძლებელია:

  • თანამშრომლების მოწვევა და როლების მინიჭება უფრო მარტივად და სწრაფად;
  • როლების (უფლებების ნაკრების) წინასწარ შექმნა როგორც ბიზნეს ინტერნეტბანკში და მობილბანკში, ასევე ბიზნეს მენეჯერში, ან ყველა არხში ერთდროულად, ასევე ამ როლების განაწილება თანამშრომლებზე 24/7;
  • თანამშრომლებისთვის უკვე არსებული უფლებების – მაგალითად, დათვალიერების უფლების, შექმნის უფლების, სრული წვდომის მინიჭება.
  • ნებისმიერ დროს თანამშრომლებისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკს, მობილბანკსა და ბიზნეს მენეჯერზე წვდომის დამატება ან შეზღუდვა.

„საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს. ბიზნეს ინტერნეტბანკში თანამშრომელთა მართვის განახლებული პლატფორმა ბიზნესებს მეტ თავისუფლებასა და მოქნილობას აძლევს, ხოლო პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესის ეფექტიანობის ზრდაში”, – ამბობენ საქართველოს ბანკში.

ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს