ირაკლი ქადაგიშვილი - ადვილია „ფეისბუქთან“ მოკალათებული ადამიანების მხრიდან მშვიდობის ქილიკი და იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი - მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: დაარღვევენ კანონს და კანონის წინაშე აგებენ პასუხს

ადვილია „ფეისბუქთან“ მოკალათებული ადამიანების მხრიდან მშვიდობის ქილიკი და იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი, დაპირისპირებით გამოწვეული ქვეყნის ნგრევა და ჩამოშლა - უნდათ, რომ რეალობას მოწყვეტით ეს ადამიანები ახალი სასაკლაოსკენ წაიყვანონ, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლისთავზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობის შედეგია სწორედ ის, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური წინსვლა და თავისუფლება.

„ადვილია დღეს „ფეისბუქთან“ მოკალათებული ადამიანების მხრიდან მშვიდობის ქილიკი. იმ ადამიანების მხრიდან, ვინც როცა მშვიდობა არ იყო ხოლმე ამ ქვეყანაში, ან გარბოდნენ, ან იმალებოდნენ. ადვილია იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი, ომის საშინელება და დაპირისპირებით გამოწვეული ქვეყნის ნგრევა და ჩამოშლა. ამიტომ, ამ ადამიანებს აგულიანებენ, თითქოს, ასეა, ჰეროიკულია ბრძოლა და რეალობას მოწყვეტით უნდათ, რომ ეს ადამიანები ახალი სასაკლაოსკენ წაიყვანონ. ამიტომ მშვიდობა არის ის, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულებაც გააჩნია ხელისუფლებას, ამიტომ ჩვენ ამ მშვიდობას ვიცავთ,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, "ქართული ოცნების" დეპუტატმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

მისივე თქმით, არჩევნების წინააღმდეგ პირდაპირი ბრძოლაა გამოცხადებული.

„მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით - დაარღვევენ კანონს და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. არანაირი რიტორიკა, არანაირი უცხოეთიდან მხარდამჭერი განცხადებები, არანაირი „ფეისბუქში“ ტირილი და ყვირილი არ უშველით. ეს არის კატასტროფა, რასაც დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ეს არის კატასტროფა და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას მორალურიც, პოლიტიკურიც და სისხლის სამართლებრივიც. ეს არის 2×2=4. მანიფესტაციის ჩატარება თუ უნდათ, ატარონ რამდენიც უნდათ,“ - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს