ირაკლი ქადაგიშვილი - PACE ჯერ ადგეს და არჩევნების შედეგები აღიაროს, დაგმოს, რომ აქ არჩევნების დღეს ტერორიზმის მოწყობას აპირებდნენ - შეეშვან ნახევრადდაბრმავებული თვალებით საქართველოზე ყურებას

PACE ჯერ ადგეს და არჩევნების შედეგები აღიაროს, დაგმოს, რომ აქ, არჩევნების დღეს დემოკრატიის წინააღმდეგ ტერორიზმის მოწყობას აპირებდნენ. შეეშვან ამ ნახევრადდაბრმავებული თვალებით საქართველოზე ყურებას, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, PACE-ს და მათ ზემოთ მდგომებს აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც მარიონეტი იქნება და ამის გამო ყველაფერზე დაბრმავებული თვალებით იყურებიან.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს არის მათი პრობლემა და არა ჩვენი.

„რომელი ადამიანის უფლებაა საქართველოში დარღვეული?! ყველა საქმეში, რაც ევროსასამართლოში წაიღეს, საქართველო აღმოჩნდა აბსოლუტურად მართალი. ის, რომ ზოგიერთი ერეკება აქ მოსახლეობას პოლიციის დასარბევად და პარლამენტში ცეცხლის გასახსნელად და მერე კანონი მას პასუხს გასცემს, არ არის ადამინის უფლებების დარღვევა. ეს არის დემოკრატიის, სახელმწიფოს და მათ შორის, საზოგადოების და ადამიანის უფლებების დაცვა. PACE ჯერ ადგეს და ის არჩევნების შედეგები აღიაროს, რაც იგივე ეუთო/ოდირმა მონიტორინგის შედეგად დადო. PACE ჯერ ადგეს და დაგმოს ის, რომ აქ არჩევნების დღეს დემოკრატიის წინააღმდეგ ტერორიზმის მოწყობას აპირებდნენ. შეეშვან ამ ნახევრადდაბრმავებული თვალებით საქართველოზე ყურებას. თუ მას საქართველოში დემოკრატია სურს, დემოკრატიას დაუჭირონ მხარი და არა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ მოძრაობას, რომელიც რეალურად, დემოკრატიას აფერხებს. მათ, PACE-ს და მათ ზემოთ მდგომებს აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომლიდანაც ვერ გამოვიდნენ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც მარიონეტი იქნება. ამ მიზნის გამო ყველაფერზე დაბრმავებული თვალებით იყურებიან. ეს არის მათი პრობლემა და არა ჩვენი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოში ხვალ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას : „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო