სასამართლომ ნიკა მელია, რომელიც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც ბრალდებულია, კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც ბრალდებულია, კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.

სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, დაკავებული მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

სხდომას ნიკა მელია არ დასწრებია.

როგორც ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პატიმრობაში მყოფი მელიას მიმართ მესამედ გამოიყენეს პატიმრობა.

„მოსამართლისთვის წყლის შესხმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღეს დაიწყო არსებითი განხილვა, დაცვის და ბრალდების მხარემ ვთქვით შესავალი სიტყვა, ასევე სასამართლომ გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების სახე და პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მესამედ დააპატიმრა. მოსამართლეს არგუმენტაცია იყო, რომ ციხეში მყოფი ნიკა მელია ზემოქმედებას მოახდენდა მოწმე პოლიციელებზე, გაანადგურებდა მტკიცებულებებს და მიიმალებოდა. დიდი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა მოსამართლე ელენე გოგუაძეს“, - განაცხადა კვინიკაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ნიკა მელია მსჯავრდებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის