„SUNSET“ - Real Palace-ის ზაფხულის კამპანია, რომელმაც ზღვასთან და დასვენებასთან დაკავშირებით ახალი სტანდარტი შექმნა

Real Palace უძრავი ქონების დეველოპერია, რომელიც ბაზარზე ღირშესანიშნავ არქიტექტურულ ნაგებობებს 2011 წლიდან ქმნის. შექმნიდან დღემდე Real Palace-სს თბილისსა და ბათუმში 12 წარმატებით განხორციელებული და 4 მიმდინარე პროექტი აქვს. ამ დროის მანძილზე კომპანიის მთავარი მიზანი ყოველთვის არის არამხოლოდ კომფორტული საცხოვრებელი სახლის აშენება, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობის შექმნა, რომელიც ქალაქს, ქვეყანას და გარემოს უფრო მშვენიერს ხდის და არის უმაღლესი სტანდარტის ინვესტიცია - ყოველთვის და ყველამხრივ მომგებიანი გადაწყვეტილება.

Real Palace-ისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახლების აშენება, არამედ ცხოვრების სტილის შეთავაზებაც – სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს ადამიანებთან ემოციური კავშირი დაამყაროს და საკუთარი პროექტები ამ კავშირის საშუალებად აქციოს.

Sunset ზაფხულის ახალი სტანდარტი

კამპანიის იდეა იყო, რომ ბათუმსა და კვარიათში მყოფი დამსვენებლებისათვის ზაფხული განსაკუთრებულად ემოციური, ენერგიული და მრავალფეროვანი ყოფილიყო. ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული აქტივობა, არამედ გამოცდილებაა და ის სტანდარტია, რომელიც Real Palace-ის ხედვას განასახიერებს: ცხოვრების ხარისხი იქმნება მაშინ, როდესაც კომფორტი, სიხარული და ადამიანების ერთად ყოფნა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. კამპანიის გზავნილი სწორედ ამაზე იყო აგებული – Real Palace ქმნის სივრცეებს და ისტორიებს, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანს ხდის.

კამპანიის ოფიციალური გახსნა 16 აგვისტოს კვარიათში შედგა და ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ზღვისპირა სივრცე მთლიანად აისვო სიცოცხლითა და ენერგიით: დილის საათებიდანვე მოეწყო საბავშვო ღონისძიებები საბავშვო მაღაზიათა ქსელ „პეპელა“-სთან ერთად, სადაც პატარებს გასართობი, შემეცნებითი აქტივობები და საჩუქრები დახვდათ. ეს ნაწილი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა კამპანიის ოჯახურ ფორმატს და იმას, რომ Real Palace არა მხოლოდ მშენებლობაზე, არამედ თაობების ცხოვრების ხარისხზე ზრუნავს.

დღის მეორე ნახევრიდან სტუმრების განწყობაზე DJ ზურნავდა და გარემოს თავისუფლების ენერგიით ავსებდა. ამასთან ერთად კი სტუმრებისთვის მომზადდა Real Palace-ისა და Krombacher Spezi-ის კოლაბორაციით შექმნილი „ღირსშესანიშნავი კოქტეილი“, რომელიც კამპანიას დამატებით ელიტარულ და ექსკლუზიურ ელფერს სძენდა.

Sunset – როგორც ბრენდის ფილოსოფიის გაგრძელება

Real Palace-ის საზაფხულო კამპანია მხოლოდ გახსნით არ შემოიფარგლა. მთელი აგვისტოს მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები –გასართობი და სოციალური ღონისძიებები, რომლებიც სტუმრებს კიდევ უფრო მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ეს მიდგომა ნათლად აჩვენებს კომპანიის სურვილს, რომ ერთჯერადი ღონისძიებების მიღმა უფრო დიდი სურათი შექმნას: ისეთი კამპანია, რომელიც ადამიანებს მუდმივად აძლევს მიზეზს, რომ ზაფხული Real Palace-თან ერთად გაატარონ.

კამპანია Sunset შეიძლება ითქვას, რომ წარმოაჩენს იმ ფილოსოფიას, რომელსაც Real Palace მისდევს: საცხოვრებელი სივრცე მხოლოდ კედლები და ბინები არ არის – ეს არის ატმოსფერო, ემოციები და შესაძლებლობები, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბედნიერი ცხოვრების სტანდარტს სძენს. ზუსტად ამიტომაც, Real Palace-ის საზაფხულო ინიციატივა იქცა არა მხოლოდ სასიამოვნო ღონისძიებად, არამედ ბრენდის იმიჯის ბუნებრივ გაგრძელებად.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება