თინა ბოკუჩავა EPP-ის შეხვედრაზე - საქართველოში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება - დროული და აუცილებელია რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, რომელიც საგანგებო დებატის შედეგად იქნება

სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება სულ უფრო მძიმდება - გრძელდება პოლიტიკური დაჭერები; რეჟიმმა პოლიტიკური განცხადების გამო დააკავა ლევან ხაბეიშვილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობას დღეს 4 წელი შეუსრულდა, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა;

„სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე როდესაც თქვენ წინაშე ვარ წარმოდგენილი, მდგომარეობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდება.

გრძელდება პოლიტიკური დაჭერები, რეჟიმმა პოლიტიკური საჯარო განცხადების გამო დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. დღეს ასევე შესრულდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის 4 წელი, რომელიც ერთ დროს იყო ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია და რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია გმირ ქართულ ჯართან ერთად პუტინის საქართველოში შემოჭრას 2008 წელს, რის გამოც ის ახლა ისჯება საქართველოს ამჟამინდელი პუტინისტური რეჟიმისგან

ამგვარად, დროული და აუცილებელია რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, რომელიც საგანგებო დებატის შედეგად იქნება მიღებული და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის.” - განაცხადა თინა ბოკუჩავა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს