არჩილ გორდულაძე - PACE-ს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებულად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენები - მათ მიღებულ რეზოლუციას არ აქვს იმ ფურცლის ფასიც კი, რომელზეც ეს რეზოლუცია დაიბეჭდება

PACE-ს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებულად იგრძნობა „დიფ სთეითის" გავლენები - მათ მიღებულ რეზოლუციას არ აქვს იმ ფურცლის ფასიც კი, რომელზეც ეს რეზოლუცია დაიბეჭდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რეზოლუციები კომენტარსაც არ იმსახურებს.

„დიახაც, გასაგებია რომ „დიფ სთეითის" წარმომადგენლებს ქართველი ხალხი არ მოსწონთ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - ქართველი ხალხი ბედავს და ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დაკვეთებს ასრულებს და არა მათ დავალებებს და მათ შეკვეთილ მუსიკაზე არ ცეკვავს. ერთია პოლიტიკური განცხადებები, მეორეა რეალობა, რომელსაც ისევ თვითონ ევროსტრუქტურები თავიანთი შეფასებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის გაცილებით უფრო წინ, ვიდრე, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნები“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოში ხვალ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას : „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება