დედაქალაქში ორი ახალი საბაგირო ხაზი მოეწყობა, ერთს კი დემონტაჟი ჩაუტარდება

დედაქალაქში ორი ახალი საბაგირო ხაზი მოეწყობა, ერთს კი დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის პროექტი მოეწყობა.

უფრო კონკრეტულად, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ასევე, იგეგმება მეტროსადგურ „ისნისა“ და „ვაზისუბნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს, მეტროსადგურ „ისანთან“ დააკავშირებს.

ასევე, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის პროექტი მოეწყობა.

„გადავწყვიტეთ თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა მოვაწყოთ. ერთ-ერთი ძველი საბაგიროს ნაცვლად იმავე ხაზის ხელახალი მშენებლობა განვახორციელოთ. საბაგიროს ახალი ხაზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებია, ეს ცხადია ერთი მხრივ ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს, მეორე მხრივ უზრუნველყოფს სწრაფ ეკოლოგიურ ტრანსპორტს.

რაც შეეხება ახალ პროექტებს, მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვის უბანსა და ახალ პარკს, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4-სადგურიანი საბაგირო დღეში დაახლოებით, 22 000 მგზავრს მოემსახურება.

იგეგმება, ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და „ვაზისუბნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს, მეტროსადგურ „ისანთან“ დააკავშირებს. 5 გაჩერება იქნება და დღეში 35 000 მგზავრს მოემსახურება.

დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის პროექტი მოეწყობა და განხორციელდება.

ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია“,- აღნიშნა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება