საქართველოში ვიზიტით შვედი და ფინელი ღვინის პროფესიონალთა ჯგუფი იმყოფება

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ასევე, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქართული ღვინის კომპანია „Georgian Winery“-ის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში ვიზიტით შვედი და ფინელი ღვინის პროფესიონალთა ჯგუფი იმყოფება. ისინი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 3 ოქტომბრის ჩათვლით დარჩებიან.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მედიის, სომელიეებისა და გასტრონომიული სფეროს ცნობილი წარმომადგენლები. საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანია ქართული ღვინის კულტურის სიღრმისეულად შესწავლა და შემდგომ, შვედეთსა და ფინეთში მისი ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა.

„მონაწილეთა შორის არის შვედი მეღვინე, იეპე აპელინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას შვედეთში. მას სკონეს რეგიონში საკუთარი მევენახეობა აქვს, სადაც ქართულ ღვინოს აწარმოებს. საელჩოს ჩართულობით, იგი შვედეთში ყოველწლიურად აწყობს ღონისძიებას - „ქართული დღეები მარანში“. აღსანიშნავია, რომ იეპე აპელინი საქართველოში აქამდე არ ყოფილა და საელჩოს რეკომენდაციით, ჯგუფის მონაწილეთა შემადგენლობაში პირველად მოხერხდა მისი ჩართვაც.

5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის ეროვნულ სააგენტოში იღებენ დეტალურ ინფორმაციას ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის უძველესი ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აგრეთვე სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მცირე მარნებს, რის ფარგლებში ადგილზე ეცნობიან ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიას და აგემოვნებენ სხვადასხვა სტილის ქართულ ღვინოს.

ღვინის ტურის შემდგომ, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ღვინის კომპანია „ასკანელებისა“ და შვედეთში არსებული ქართული ღვინის კომპანია „Georgian Winery“-ის ჩართულობით, საქართველოში გამართული ღონისძიების მონაწილეები, სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, საკუთარ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც, თავის მხრივ, შვედეთსა და ფინეთში ქართული ღვინის შემდგომ პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება