ევროპარლამენტარი დენ ბარნა - მკაცრად ვგმობ გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას

მკაცრად ვგმობ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, პოლიტიკოსის, გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას საქართველოში, - ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ევროპარლამენტარის განცხადებით, გელა ხასაიას დაკავება გაყალბებული ბრალდებებით კიდევ ერთი საგანგაშო თავდასხმაა ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

„მისი, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილის, ხმა ჩაგვრის წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. კრიტიკოსების გაჩუმება ვერ შეაჩერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, - წერს ევროპარლამენტარი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს