გია ვოლსკი - თვითდაჭერის პროცესი გრძელდება, განგებ არღვევენ კანონს - იციან, რომ გადატრიალების სცენარს წარმატების შანსი არ აქვს, აქედან გამომდინარე, ცდილობენ, თავი აარიდონ 4 ოქტომბრის აქციას, მათ შორის არის ზვიად კუპრავა

თვითდაჭერის პროცესი გრძელდება, განგებ არღვევენ კანონს - იციან რომ გადატრიალების სცენარს წარმატების შანსი არ აქვს, აქედან გამომდინარე, ცდილობენ, თავი აარიდონ 4 ოქტომბრის აქციას, მათ

შორის არის ზვიად კუპრავა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზვიად კუპრავას დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია, თუ ადამიანი თავისი განცხადებებითა და ქმედებებით კანონს უპირისპირდება.

„ზოგადად, შთაბეჭდილება რჩება, რომ თვითდაჭერის პროცესი გრძელდება. განგებ არღვევენ კანონს, გამოდიან ასეთი განცხადებებით, რომელსაც კონკრეტული ქმედებებიც ახლავთ, სახალხო მოწოდებით აჯანყების, დამხობის შესახებ და ა.შ. წარმატების შანსი არ აქვს იმას, რასაც ამბობენ, გადატრიალების და აჯანყების სცენარი მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ ამ 4 ოქტომბრის აქციას, მათ შორის, არის ზვიად კუპრავა. ის ცნობილია თავისი განცხადებებით, მოქმედებებით და დიდი ხანია მას ვიცნობთ როგორც ლევან ხაბეიშვილის გარკვეულ ვარიაციას. მეორე არის კანონი. თუ კანონს უპირისპირდები შენი განცხადებებით, ქმედებით, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დასჯადია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა 30 სექტემბერს გაკეთებული განცხადების გამო, სუს-მა დააკავა.

„გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.

აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება - ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას.

ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა.

შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.

საგულისხმოა, რომ მან ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა - ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები.

აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს," - აცხადებენ სუს-ში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის