სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვა მულტისავალუტო ეკონომიკებში

თიბისი კაპიტალი აგრძელებს პუბლიკაციების სერიას, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირებაა. ამ კუთხით, გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა კვლევა საცხოვრებელი უძრავი ქონებისა და სხვა სექტორებში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშების თაობაზე. დღევანდელი პუბლიკაცია ეთმობა სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვას მულტისავალუტო ეკონომიკებში, აღნიშნული ოპტიმალური სტრუქტურის გამოყენებით.

კერძოდ, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების მაგალითებზე განხილულია:

  • კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა;
  • როგორ უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა;
  • ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები;
  • და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები.

საყურადღებოა, რომ, ჩარჩოს მხოლოდ ბოლო საფეხურის - გაცვლითი კურსის წონასწორული მაჩვენებლების შეფასებისა და მათგან გადახრის - შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ბოლო ხუთ წელიწადში ძალზე მოცულობითი, 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობას.

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, საქართველოს საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორის, ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ ჩარჩო საკმაოდ ინოვაციურია, ეყრდნობა როგორც მაკროეკონომიკურ ანალიტიკას, ასევე ბიზნესის პრაქტიკულ გამოცდილებას. თიბისი კაპიტალი განაგრძობს სამუშაო შეხვედრებს და მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ მხარეებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო