კაია კალასი - უკრაინისთვის რუსული აქტივებით დაფინანსებული ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფა საერთაშორისო სამართალს არ დაარღვევს - ზიანის მიყენების შემთხვევაში, კომპენსაცია უნდა გადაიხადო

უკრაინისთვის რუსული აქტივებით დაფინანსებული ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფა საერთაშორისო სამართალს არ დაარღვევს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

კაია კალასის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფის იდეას განიხილავენ, რომლის ღირებულება 140 მილიარდი ევრო იქნება და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსდება.

„საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ზიანის მიყენების შემთხვევაში, კომპენსაცია უნდა გადაიხადო. ამჟამად რუსეთი უკრაინას უზარმაზარ ზიანს აყენებს და არასწორი იქნება, თუ ამას ვინმე სხვა აანაზღაურებს. ფუნდამენტური პრინციპი ეს არის“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

„ჯერჯერობით რაიმე ვადას ვერ დავასახელებ. ვეცდებით, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება