ირაკლი კირცხალია „ბანგკოკიდან ჩარიცხული საპენსიო დანაზოგების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, „ბანგკოკიდან ჩარიცხული საპენსიო დანაზოგების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კირცხალია „ფეისბუქზე“ წერს, გავრცელდა ინფორმაცია ბანგკოკიდან ჩარიცხული საპენსიო დანაზოგების შესახებ სამ ადამიანთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, ბევრმა აცნობა, რომ ორ მათგანს არ შეიძლება რადიკალური პროცესების ორგანიზებასთან ჰქონდეს საქმე.

ასევე, კირცხალიას თქმით, ვერც ის გამოირიცხება, რომ არჩევნებამდე დღეებით ადრე, თანხების ჩარიცხვის დაჩქარება სწორედ იმიტომ მოუხდათ, რომ სხვა ბენეფიციარები, რომლებიც „ჩართულები არიან ხელოვნური პროტესტის ორგანიზებაში“, მათთან ერთად გაცილებით დიდ თანხებს იღებენ.

კერძოდ, კირცხალია ასახელებს ქეთევან ბაქრაძეს და აცხადებს, რომ მის ანგარიშზე „ასობით ათასის ჩარიცხვა სერიოზულ ეჭვებს აჩენს”.

„რაც არ უნდა ხდებოდეს, არ შეიძლება ობიექტურობა დავკარგოთ:

დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბანგკოკიდან ჩარიცხული საპენსიო დანაზოგების შესახებ სამ ადამიანთან დაკავშირებით. როგორც უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გვაცნობა, ორ მათგანს არ შეიძლება რადიკალური პროცესების ორგანიზებასთან ჰქონდეს საქმე, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ არჩევნებამდე დღეებით ადრე, ზუსტად ამ დროს, მათი კუთვნილი თანხების ჩარიცხვის დაჩქარება სწორედ იმიტომ მოუხდათ, რომ სხვა ბენეფიციარები, რომლებიც ნამდვილად ჩართულები არიან ხელოვნური პროტესტის ორგანიზებაში, მათთან ერთად გაცილებით დიდ თანხებს იღებენ.

ქეთევან ბაქრაძის მაგალითი გამოდგება, რომლის პროცესებში მონაწილეობის უარყოფასაც კი არ აქვს აზრი.

ამ ფონზე კი, ფორსირებულად, მის ანგარიშზე ასობით ათასის ჩარიცხვა სერიოზულ ეჭვებს აჩენს, მით უფრო, როდესაც სულ რაღაც სამი დღის წინ რადიკალიზმის დაფინანსების უდიდესი სქემა გაიშიფრა და იქაც დაფინანსების წყარო ბანგკოკი გახლდათ”, - წერს ირაკლი კირცხალია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება