პროკურორი - ბრალდების მხარე მომდევნო სასამართლო პროცესზე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას, გვაქვს სურვილი, დავკითხოთ ბრალდებული გელა უძილაურიც

ბრალდების მხარე მომდევნო სასამართლო პროცესზე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას. მათ შორის, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ დავკითხოთ ბრალდებული გელა უძილაური, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე უნდა დაკითხულიყო შეკვეთით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ის პენიტენციური დაწესებულებიდან ვერ ჩაერთო.

ვეფხვაძის თქმით, ბრალდების მხარეს ასევე სურდა, დაეკითხა საქმის სხვა ბრალდებულებიც, თუმცა, გიორგი მიქაძემ და გიორგი კაჭკაჭაშვილმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, ხოლო მამუკა ბაღდავაძე მზად არის, მომდევნო პროცესზე დაიკითხოს.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს საქმის გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაცია. მათ შორის დაიკითხა ერთ-ერთი ბრალდებულის ძმა, რომელმაც დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები.

დღევანდელ პროცესზე უნდა დაკითხულიყო საქმის მთავარი გამომძიებელი, რომელთან ერთადაც მოხდებოდა სრულად შეჯამება ყველა მტკიცებულების, ვიდეო მასალის დეტალური მონაცემების, თუმცაღა გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხდა ბრალდებულ გელა უძილაურის ჩართვა პენიტენციური დაწესებულებიდან და პროცესი გადაიდო.

ბრალდების მხარეს გამოძახებული ჰყავდა და სურდა, დაეკითხა გელა უძილაური, რომელსაც ბრალი ედება შეკვეთით, ანგარებით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ამავე საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ბრალდებული გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე. როგორც მოსამართლემ სასამართლო პროცესზე გააჟღერა, გიორგი მიქაძემ უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე და მისივე განცხადებით დგინდება, რომ მას არ აქვს სურვილი, მისცეს ჩვენება მისი თავის წინააღმდეგ.

ზოგადად, კონსტიტუციური უფლებაა, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია, უარი თქვას საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სხვა მოცემულობას ჩვენ ვერ შევაფასებთ, თუმცა, ესეც მოცემულობაა, რომ ის არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება.

გიორგი კაჭკაჭაშვილმაც უარი განაცხადა და, შესაბამისად, ვერ მოხდა მისი დაკითხვა. რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ის თანახმაა, მისცეს სასამართლოს ჩვენება, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხდა მისი დაკითხვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და მომდევნო პროცესზე მოხდება მისი დაკითხვა.

ბრალდების მხარე მომდევნო სასამართლო პროცესზე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას. მათ შორის, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ დავკითხოთ ბრალდებული გელა უძილაური და შემდეგ ეტაპზე ბრალდების მხარე უკვე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას”, - განაცხადა პროკურორმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის