ზესტაფონში ხუთი პირი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს, რაც სავარაუდოდ, სოკომ გამოიწვია

ზესტაფონში ხუთი ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, სოკომ გამოიწვია.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მან 112-ში დარეკა, შემდეგ კი გონება დაკარგა.

კლინიკა „ფერომედში“ პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს. სამი ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან, მცირეწლოვნები კი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ექიმების თქმით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სოკოს არასწორი ამოცნობისა და მოხმარების შედეგად მოხდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება