ლაშა ტუღუში - ძალიან სახიფათო სიტუაციაა - მთავარი პრობლემა სწორედ ოპოზიციიდან მოდის, მათ კრიტიკულ დროს ვერ მოახერხეს გაერთიანება, იმედი მაქვს, რაღაც მომენტში შეძლებენ

რუსეთს და კრემლს, რა თქმა უნდა, ის სურს, რომ აქ ქართველები ერთმანეთს დაერიონ, - ამის შესახებ “ლიბერალური აკადემიის” ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, მთავარი პრობლემა ოპოზიციიდან მოდის, რადგან მათ კრიტიკულ მომენტში ერთიანობა ვერ მოახერხეს.

“ცოტა კარიკატურული ტოტალიტარიზმია. რუსეთს და კრემლს, რა თქმა უნდა, ის სურს, რომ აქ ქართველები ერთმანეთს დაერიონ. ახლაც ხომ ძალიან პოლარიზებულია, გაყოფილია, ერთმანეთს ძალიან ცუდად ვუყურებთ უკვე მერამდენედ, მაგრამ რაღაც იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ იმიტომ, რომ ასეთი დამოკიდებულება რომ ყოფილიყო 90-იან წლებში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უარესი სცენარი განვითარდებოდა, ვიდრე იყო. უბრალოდ, ხალხი მიხვდა, რომ რაღაც უნდა მოითმინოს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ზღვარი. ძალიან სახიფათო სიტუაციაა.

ერთის მხრივ, გასაგებია, რომ ასე გაგრძელება წარმოუდგენელია. მთავარი პრობლემა სწორედ ოპოზიციიდან მოდის. შიდა პრობლემა, რომ მათ ვერ მოახერხეს გაერთიანება ყველაზე კრიტიკულ მომენტში, რათა ჰქონოდათ ერთიანი პოზიცია. დღესაც რას ლაპარაკობენ ერთმანეთზე. ჩემი აზრით და ამას ისტორიაც აჩვენებს, რომ ეს არის სტრატეგიული შეცდომა ამ პარტიების. იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში შეძლებენ გაერთიანებას იმიტომ, რომ უბრალოდ უფლება აღარ აქვთ, არ გაერთიანდნენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება