ნანა მალაშხია - სასამართლო დარბაზიდან ხელის კვრით, უხეშობით ხალხის გაყრა დაიწყეს, დერეფანში მუშტი-კრივი მიმდინარეობდა, ძალადობდნენ ქალებზე, კაცებზე - ამას რუტინული ხასიათი აქვს უკვე, უნდა გაჩერდნენ

მე რამდენ ძალადობას ვარ შესწრებული, მათ შორის, მანდატურების აღვირახსნილ ძალადობასაც და დღესაც ერთ-ერთი იყო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ნანა მალაშხიამ აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მალაშხიამ აღნიშნა, მანდატურები მოქალაქეებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და სასამართლოს დერეფანში „მუშტი-კრივი გამართეს“.

„მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ პატიმრობაში ტოვებს გელას და მერე უბრალოდ ხალხის გაყრა დაიწყეს სასამართლო დარბაზიდან ხელის კვრით, უხეშობით. მთელს დერეფანში მუშტი-კრივი მიმდინარეობდა, ძალადობდნენ ქალებზე, კაცებზე, წარმოუდგენელი დაპირისპირება იყო სიტყვიერი, ფიზიკური. ადამიანად არ გაგრძნობინებენ თავს, როგორც ცხოველს, ისე გექცევიან.

მე რამდენ ძალადობას ვარ შესწრებული, მათ შორის, მანდატურების აღვირახსნილ ძალადობასაც და დღესაც ერთ-ერთი იყო. უბრალოდ, ჭყლეტაში მოვყევი და ცოტა ცუდად გავხდი ფიზიკურად. სამწუხაროა, რომ ამას რუტინული ხასიათი აქვს უკვე და როდისღაც უნდა გაჩერდნენ ესენი, იმიტომ, რომ არავის ეშინია, უბრალოდ, შეიძლება გახრჩობდეს ეს უსამართლობა. ეს არ დასრულდება ასე მარტივად და რაც უფრო ასეთ სისასტიკეს ექნება ადგილი, მით უფრო მწვავე რეაქცია და სიბრაზე ექნება ხალხს“, - განაცხადა ნანა მალაშხიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს