ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ ევროკავშირში წევრობის შესახებ პირველი კლასტერის გახსნისთვის - მხოლოდ უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მოლდოვამ მტკიცედ დაადასტურა ევროპული არჩევანი, მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - კიდევ რამდენი შემოწმება გვჭირდება?

უკრაინა სრულიად მზად არის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“უკრაინამ დაასრულა ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაზე კანონმდებლობის შიდა სქრინინგი, და ეს უფრო სწრაფად გავაკეთეთ, ვიდრე ვინმემ აქამდე. ეს ხარისხიანად გავაკეთეთ. სრულიად მზად ვართ ევროკავშირში წევრობის შესახებ პირველი კლასტერის გახსნისთვის - “საფუძვლების” კლასტერის. რეალური პროგრესი გვჭირდება ამ საკითხში,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ თავისი დაპირებები უნდა შეასრულოს ისევე, როგორც კანდიდატი ქვეყნები ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს.

ზელენსკიმ ცალკე ახსენა მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც, მისი თქმით, ასევე იმსახურებენ ევროპულ ინტეგრაციას.

“და მხოლოდ უკრაინაზე არ ვსაუბრობ. უკრაინა მტერს ებრძვის. მოლდოვამ მორიგ ჯერზე მტკიცედ დაადასტურა თავისი ევროპული არჩევანი. კიდევ რამდენი ასეთი შემოწმება გვჭირდება ყველა ჩვენგანს? რა თქმა უნდა, ასევე მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს: ისინი ასევე იმსახურებენ ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილად ყოფნას,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!