„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები - განვიხილავთ რუსეთის გაყინული აქტივების სრული ღირებულების გამოყენებას ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები შევთანხმდით, რომ ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ­ ომი და მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავდაცვის მცდელობებში, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

მათი განცხადებით, რუსეთის მხრიდან ესკალაციის გამწვავების გამომწვევი ქმედებები, მათ შორის ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევები, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ზრდა და უკრაინაში სამთავრობო და დიპლომატიური შენობების დაზიანება, მიუღებელია და ძირს უთხრის მშვიდობის დამყარების მცდელობებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ ავითარებს სხვადასხვა ვარიანტს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად.

„ეს ზომები მოიცავს ჩვენს იურისდიქციებში იმობილიზებული რუსეთის სახელმწიფო აქტივების სრული ღირებულების კოორდინირებულ გამოყენებას ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების განცხადებით, დგამენ თამამ ნაბიჯებს რუსეთის ომის ძალისხმევის ეკონომიკური ხარჯების გასაზრდელად, რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებსა და მხარდამჭერებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები, სამხედრო-სამრეწველო ბაზა, სპეციალური ეკონომიკური ზონები, ასევე ხელშემწყობი და სპეკულანტები, შემზღუდველი ზომების დაწესებით.

„ეს შეწყვეტს რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი სახსრების მოძიებას და ძლიერ გავლენას მოახდენს მათზე, ვინც არღვევს ამ შემზღუდველ ზომებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრები ასევე შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ექსპორტზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე, რომელიც მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ასევე მიიღებენ ზომებს რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, მათ შორის ნახშირწყალბადების იმპორტის, შესამცირებლად და თანდათანობით შესაჩერებლად.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის