ჯეი დი ვენსი „შათდაუნზე“ - თუ საქმე გაჭიანურდება, მოგვიწევს ხალხის გათავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მთავრობის „შათდაუნის“ გაგრძელების შემთხვევაში ფედერალური თანამშრომლების მუდმივი გათავისუფლება მოხდება.

„მოდით, გულახდილები ვიყოთ, თუ საქმე გაჭიანურდება, მოგვიწევს ხალხის გათავისუფლება“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.

მისი მტკიცებით, მთავრობის მუშაობის დახურვა იმის შედეგია, რომ „დემოკრატების“ მაღალი თანამდებობის პირები მხარს უჭერენ არალეგალ მიგრანტებზე ჯანდაცვის შეღავათების გავრცელებას.

შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“ ოთხშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „შათდაუნის“ შედეგად, ფედერალური მუშაკების დაახლოებით 40% -ს - დაახლოებით 750 000 ადამიანი - დროებით შვებულებაში გაიყვანენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს