თბილისში CRVS სისტემების გაძლიერების შესახებ საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა

1 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გენდერული სტატისტიკის მე-10 გლობალური ფორუმის ფარგლებში, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომისიამ (UNESCAP) ღონისძიება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის და ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის (CRVS) სისტემების გაძლიერების“ შესახებ ღონისძიება გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების ძირითადი მიზანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის და ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის (CRVS) სისტემების გაძლიერება იყო, გენდერული სტატისტიკის განვითარებისათვის, რომელიც მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გასატარებლად.

„შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები ქალისა და კაცის თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს, მაროკოს სამეფოს და ჯიბუტის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული სამსახურების, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლები.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამშრომლობის მნიშვნელობას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის და ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის (CRVS) სისტემების განვითარებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მონაწილეები შეთანხმდნენ რეგულარული გამოცდილების გაზიარების შესახებ და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება