დავით ნარმანიამ UNICEF-ის პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში ენერგეტიკის საკითხებზე საჯარო ლექციები წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები წაიკითხა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ სტუდენტები, რომელთა ინტერესების სფეროს წარმოადგენს ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ბავშვთა უფლებები.

„დავით ნარმანიამ სტუდენტებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა, ამასთანავე მან ისაუბრა პროექტებზე, რომელსაც სემეკი, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების განათლებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმსა და ქუთაისში საჯარო ლექციები ჩატარდა პროექტის - ,,წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“ ფარგლებში,

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფუძნებული ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებით. პროექტის - ,,წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“ მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის

ცნობიერების ამაღლება სასმელ წყალთან, გარემოსთან, ჰაერის შიდა დაბინძურებასთან და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ახალგაზრდებში ქვეყნის წყლის რესურსებზე ზრუნვის, დაცვის იდეის განმტკიცება. პროექტი ხორციელდება ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში. პროექტში ჩართულია 40 სკოლის 650 მოსწავლე, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე“,- აღნიშნულია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება