მაროკოში ანტისამთავრობო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა

მაროკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

მაროკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე ღამეა გრძელდება.

ახალგაზრდები, კერძოდ „თაობა Z“, მთავრობას სოციალური პროგრამების ნაცვლად თანხების 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფეხბურთო სტადიონებზე დახარჯვაში ადანაშაულებენ.

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციებზე 409 ადამიანი დააკავეს.

სამინისტროში განაცხადეს, რომ შეტაკებების შედეგად სამართალდამცავი ორგანოების 263 თანამშრომელი დაშავდა და 142 ავტომობილი დაზიანდა. ასევე, დაზიანდა 20 კერძო ავტომობილი და 23 სამოქალაქო პირი დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება