მიხეილ სააკაშვილი - 23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა, არ შევსულიყავი პარლამენტში, მე კი საჭირო წამს შევასწარი - 4 ოქტომბერს თბილისში ჩამოსვლა და რუსთაველზე მისვლა ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ მოგვეცემა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მიმართავს და მათ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის” გვერდზე წერს, 4 ოქტომბერი არის “ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა”.

„მინდა მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს: მეგობრებო, ყველა ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როცა საჭიროა მოქმედება იქ და დაუყოვნებლივ. ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა 9 აპრილის პროტესტანტებს რომ დაეჯერებინათ მოწოდებებისთვის და დაეტოვებინათ მოედანი. 23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა, არ შევსულიყავი პარლამენტში, მე კი შევასწარი ზუსტად იმ წამს, როცა შევარდნაძე აპირებდა ლეგიტიმურად გამოეცხადებინა პარლამენტი და შევაწყვეტინე სიტყვა. ის, ვინც ბრძოლის გადადებისკენ და გახანგრძლივებისკენ მოგვიწოდებს, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ეს ბოლო თავისუფალი ტელეარხებიც დაიხურება. მათ 4-მდე ინახავენ „არჩევნების“ პროპაგანდირებისთვის. თავისუფალი უნივერსიტეტები განადგურდება, რადგან არ ჯდება საყოველთაო ტვინ-გამორეცხვის ფაბულაში, ბევრად მეტ ადამიანს დაიჭერენ და დანარჩენებს გააგდებენ. თუ ეს ყველაფერი მოხდა, საყოველთაო უიმედობა დაისადგურებს და დასავლეთი საბოლოოდ ჩაიქნევს ჩვენზე ხელს. ამიტომ 4-ში ჩამოსვლა, მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა. ამიტომ, გთხოვთ მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე! თავისუფლება ან ახლა ან არასდროს!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს