რესტორან „ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რესტორან „ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატი, თამარ აბესაძე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, პოლიცია და სასამართლო მფარველობს „უკანონო ქმედებების ჩამდენ პირებს, რადგან ლაშა ბასლანძეს, რომელიც არ იხდის საიჯარო თანხას, უფლება მიეცა რესტორანში დაბრუნებულიყო“.

„შპს „დს ჯგუფმა“, მესაკუთრეა შალვა ტიბუა, ვინაიდან პოლიციაში ვერ დაიცვა მისი სამართლებრივი სიკეთე, ლაშა ბასლანძის მიერ რესტორნის ფუნქციონირებაში ხელშეშლის აღკვეთისა და მასთან საიჯარო ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნით მიმართა საქალაქო სასამართლოს. საქმე დაეწერა მოსამართლე ცისანა სირბილაძეს. მან შალვა ტიბუას სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა ხელშეკრულების მოქმედება არ შეაჩერა. 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ლაშა ბასლანძე და მისი დაცვის წევრები, ასევე, ლაშა ბასლანძის დედა ლელა ფირცხალაიშვილი, ძმა კახა ბასლანძე, მთელი ოჯახი აღსრულების პოლიციით მიიჭრნენ შალვა ტიბუას საკუთრებაში. წარმოადგინეს მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივი აღსრულებით, რამაც ლაშა ბასლანძეს, რომელიც არ უხდის საიჯარო ქირას შალვა ტიბუას, უფლება მისცა რესტორან „ქვევრში“ გააგრძელოს საიჯარო მოქმედება. ეს ხდება მაშინ, როცა თავად შალვა ტიბუას სასამართლომ არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა, ხოლო ლაშა ბასლანძეს, რომელიც არ იხდის საიჯარო თანხას, უფლება მისცა რესტორანში დაბრუნებულიყო. ამავე განჩინებით მესაკუთრეს, შალვა ტიბუას აეკრძალა ლაშა ბასლანძეზე ხელის შეშლა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რადგან გამოცემული იყო განჩინება, შალვა ტიბუამ და ახალმა მოიჯარემ დატოვეს რესტორნის ტერიტორია. ახალ მოიჯარეს უფლება არ მისცეს წაეღო მისი კუთვნილი მრავალი ათეული ლარი, დაატოვებინეს პერსონალური ლეპტოპები, პოლიცია კი „პირზე კოცნით“ ეხვეოდა ძალად „მოიჯარეს“. ეს არ იყო ლამაზად საყურებელი ფაქტი. ლაშა ბასლანძემ სასამართლოს წახალისებითა და ხელშეწყობით სრულიად უკანონოდ დაიკავა სხვისი საკუთრება, რის შემდეგ რესტორნის სტაფმა, მზარეულებმა, დაცვამ, შალვა ტიბუას სოლიდარობის ნიშნად დატოვეს რესტორანი, სადაც სამზარეულოში საჭმელების გაკეთებას უმალ შეუდგა მადონა კოიძე.

შალვა ტიბუა, რომელიც დაზარალებულად არც კი უცნია სამართალდამცავ ორგანოებს, მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო ბრძოლას აგრძელებს. პოლიცია და სასამართლო აშკარად მფარველობს უკანონო ქმედებების ჩამდენ პირებს. ველოდებით ძველი დავალიანების გადახდას ლაშა ბასლანძის მხრიდან და სასამართლოში გაჭიანურებულ დავას. დღისით მზისით ისე, რომ არავის რეაგირება არ აქვს ქონების „საყვარლად წართმევა ხდება“. ხომ კარგი ამბავია? - მესაკუთრეს აუკრძალეს მისი ქონების გამოყენება, მოიჯარემ კარავი დასცა, ოღონდ იჯარას არ იხდის, სასამართლომ ცუდად იყოჩაღა“, - ნათქვამია ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება