თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც ფულადი სახსრების უფრო მომგებიანად და ეფექტიანად მართვას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ლიკვიდობის მართვის ახალი სერვისი წარადგინა, რომელიც ბიზნესს მათზე მორგებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სერვისი მოიცავს: კომპანიების ფულადი სახსრების ანალიზს, მათზე მორგებული საინვესტიციო პორტფელის შექმნასა და მართვას.

ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდებში თანხის დაბანდება განვითარებულ ბაზრებზე დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ ინსტრუმენტებში ინვესტირება კომპანიებისთვის უფრო მოქნილი, დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანია, ვიდრე ტრადიციულ აქტივებში. საქართველოში კი ბიზნესი თანხის განსათავსებლად ძირითადად საბანკო დეპოზიტებს ირჩევს. კერძოდ, ბიზნესი თავისუფალი ფულადი რესურსების მხოლოდ 2%-ს აბანდებს ფასიან ქაღალდებში, უდიდესი ნაწილი კი - საბანკო დეპოზიტებშია განთავსებული.

წლიდან-წლამდე ქვეყანაში ახალ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე მოთხოვნა იზრდება. თიბისი კაპიტალის სერვისების მეშვეობით დღეს ბიზნესს შეუძლია, ინვესტირება სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში განახორციელოს და მრავალფეროვანი პროდუქტებით ისარგებლოს, როგორებიცაა: საბროკერო სერვისები, მხარდაჭერა ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, კვლევები და პროფესიონალური კონსულტაციები.

თიბისი აქტივების მართვამ კორპორატიული კლიენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო ფონდების უპირატესობები წარადგინა: ფონდები მომხმარებლებს ექსკლუზიურ წვდომას აძლევს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფილი სესხების პორტფელზე, რომლითაც შესაძლებელია სტაბილური შემოსავლის მიღება დივერსიფიცირებული რისკით. თიბისი აქტივების მართვის საკრედიტო ფონდების შემოსავლიანობამ ბოლო 12 თვეში უძრავი ქონების გაქირავებითა და ობლიგაციებით მიღებულ შემოსავლიანობას გადააჭარბა; მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კი მოსალოდნელი სამიზნე მომგებიანობა 8.5-9.5%-ის ფარგლებშია.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. კომპანიებმა, რომლებიც აქტიურად იყენებენ ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, საკუთარი გამოცდილება გააზიარეს და პროდუქტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში ეხმარებათ.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება