GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „მომხმარებლის დაცვის გლობალური გაძლიერება: სტრატეგიული დიალოგი ICPEN-ის წევრობის გაფართოებაზე“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებელის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სესიაზე, რომელსაც მოდერატორობას გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) წარმომადგენელი არნო იზაგიერი უწევდა, ICPEN-ის გაფართოების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

ირაკლი ლექვინაძემ კოლეგებს ამ მიმართულებით კავკასიის რეგიონის გამოცდილება გააცნო და დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში.

როგორც GCCA-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ მომხმარებელთა ჩართულობა და ნდობა საგრძნობლად იზრდება მაშინ, როდესაც არსებობს ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩო და ძლიერი ინსტიტუცია. ირაკლი ლექვინაძემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

„ჩვენს რეგიონში ICPEN-ი არამხოლოდ ფორუმი, არამედ სასიცოცხლო ხიდია ეროვნული ძალისხმევისა და გლობალური გადაწყვეტილებების დასაკავშირებლად. ინკლუზიურობა და ახალი წევრების გაძლიერება ICPEN-ის გლობალური ქსელის განვითარების უმთავრესი პირობაა“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციისა და მომხმარებელის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2026-2027 წლებში, მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს (ICPEN) საქართველო უხელმძღვანელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება