6-7 ნოემბერს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

Expogeorgia-სა და GREDA-ს ორგანიზებით მეორედ ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.

ღონისძიება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო მეორე მხრივ, საუკეთესო პლატფორმაა ახალი პროდუქტებისა და პროექტების ცნობადობის გასაზრდელად.

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში გააერთიანებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმზე გაიმართება დისკუსია ხუთ ძირითად თემაზე:

• რეგულაციური მხარდაჭერა განახლებადი ენერგიისთვის

• ჰიდრო და ქარი ენერგეტიკული მდგრადობისთვის

• მზის ენერგიის მასშტაბირება საქართველოში: ინოვაცია, შენახვა და ქსელში ინტეგრაცია

• განახლებადი ენერგიის დაფინანსება

• მწვანე წყალბადი და ბიოდიზელი

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპიკერები სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან.

გამოფენის მონაწილეები იქნებიან როგორც მსხვილი, ისე ახალი და მცირე ზომის კომპანიები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია მზის ენერგიის მიმართულებაზე, თუმცა საინტერესო კომპანიები წარმოდგენილნი იქნებიან ჰიდრო და ქარის ენერგიის სფეროებიდანაც. გამოფენაში მონაწილეობის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა დრო ძალიან შეზღუდულია!

ნუ გამოტოვებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას: ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად თქვენი პროდუქტისა და მომსახურების პოტენციურ პარტნიორებთან წარსადგენად სექტორის სიახლეებთან გასაცნობად და მდგრადი ენერგეტიკის მომავალში წვლილის შესატანად!

მონაწილეობისა და სხვა დეტალებისათვის დაგვიკავშირდით: mtsaishvili@expogeorgia.ge | ltsnobiladze@expogeorgia.ge

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს: www.energyexpo.ge დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს