ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წინსვლის დროა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალური პროგრესი გვჭირდება. უკრაინამ სკრინინგის პროცესი დაასრულა და პირველი კლასტერის გახსნისთვის მზად ვართ. ეს უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა.

„მინდა მაია სანდუს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. ევროპამ გაიმარჯვა. მოლდოვამ გაიმარჯვა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს