კირ სტარმერი - რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება და ევროპის მასშტაბით ჩარევა სურს

რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება და ევროპის მასშტაბით ჩარევა სურს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ, რომ პუტინს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დაბომბვების გაგრძელება, არამედ ევროპის მასშტაბით სხვადასხვა საშუალებით ჩარევა სურს, იქნება ეს საჰაერო სივრცის დარღვევა, კიბერშეტევები თუ რაიმე სხვა სახის თავდასხმები“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

მისი თქმით, საფრთხეების ფონზე უკრაინისა და ნატო-ს გაძლიერება აუცილებელია.

„ჩვენ ამას ყველა საშუალებით უნდა ვებრძოლოთ. ეს ყველასთვის მკაფიო შეხსენებას წარმოადგენს, რომ საქმე მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს არ ეხება. ეს ყველა ჩვენგანის ღირებულებებისა და თავისუფლების საკითხს წარმოადგენს. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს