ირაკლი ნადირაძე - შესაძლოა, მსგავსი ინფორმაცია თავად ძალოვანი უწყებების შიგნიდან ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგითი თანამშრომლები შველას ითხოვენ, აღარ უნდათ უკანონო დავალებების შესრულება - სისტემა ბოლომდე ჩამოშლილია

შესაძლოა, მსგავსი ინფორმაცია თავად ძალოვანი უწყებების შიგნიდან ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგითი თანამშრომლები შველას ითხოვენ - აღარ უნდათ უკანონო დავალებების შესრულება და ისეთი ხელმძღვანელების ყოლა, რომელიც ანწუხელიძეს და 2008 წლის გმირებს შეურაცხყოფენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში გდდ-ის სავარაუდო თანამშრომელთა ნაწილის სიის გავრცელებას გამოეხმაურა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აღნიშნული სიის გავრცელება იმას ნიშნავს, რომ „სისტემა და ძალოვანი სტრუქტურები ჩამოშლილია“.

„ფაქტია, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებას გაზულუქებული ძალოვანი უწყების გაზულუქებული მაღალჩინოსნები ჰყავს, მეორე მხრივ კი, რიგითი პოლიციელები, რომლებსაც ისევე, გაუძვირდათ ცხოვრება, როგორც რიგით მოქალაქეს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათი მხრიდან ვრცელდება მსგავსი ტიპის ინფორმაცია. როგორც ჩანს, მთელი ძალოვანი უწყების ბაზებია გამოტანილ. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, რიგითი თანამშრომლები შველას ითხოვენ. მათაც აღარ უნდათ, რომ დამცირებულები იყვნენ, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ. მათაც არ უნდათ, რომ ისეთი ხელმძღვანელები ჰყავდეთ, რომლებიც ანწუხელიძეს და 2008 წლის გმირებს შეურაცხყოფენ. ამიტომ, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს - სისტემა არის ბოლომდე ჩამოშლილი, ძალოვანი უწყებები ჩამოშლილია და ივანიშვილს თუ 5000 სპეცრაზმელის იმედი აქვს. იქიდან 200-300 ადამიანი იყოს, ვინც ბოლომდე მიწაში ჩაჰყვება“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება