ნინო წილოსანი PACE-ზე - იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები მუდმივად ირღვევა რუსეთის მხრიდან და მცდელობები, სხვა ქვეყნებში ჩაერიონ, წარუმატებლად მიმდინარეობს, გასაკვირია, რაზე დებატობენ - გლობალური ომის პარტიის ნაწილი არიან

რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, არ არიან დამოუკიდებელი სუბიექტები - ისინი არიან იმ ერთი დიდი გლობალური ომის პარტიის ნაწილი, რომელიც ყველა ძალას ხმარობს, რომ საქართველო 2022 წლიდან მოყოლებული ყოფილიყო საომარი ველი, ახლა კი იყოს არეულობის პლატფორმა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რეზოლუციის პროექტს, რომელსაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარადგენენ.

მისი თქმით, “სწორედ ამ არეულობას მიემართება სურვილი, რომ ყველა არჩევნების წინ რაღაცნაირად გაამწვავონ - დებატები იქნება თუ განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ”.

„იმის ფონზე, რომ ჯამურად ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 0%-ს მიახლოებულია, იმის პარალელურად, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების საზღვრები მუდმივად ირღვევა რუსეთის მხრიდან, იმის პარალელურად, რომ მათი მცდელობები, რამენაირად სხვა ქვეყნებში ჩაერიონ და გარკვეულწილად დააზიანონ, წარუმატებლად მიმდინარეობს - გასაკვირია თუ რაზე დებატობენ და რა რეზოლუციის მიღებას აპირებენ ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, არ არიან დამოუკიდებელი სუბიექტები - ისინი არიან იმ ერთი დიდი გლობალური ომის პარტიის ნაწილი, რომელიც ყველა ძალას ხმარობს, რომ საქართველო 2022 წლიდან მოყოლებული ყოფილიყო საომარი ველი, ახლა კი იყოს არეულობის პლატფორმა. სწორედ ამ არეულობას მიემართება მათი სურვილი, რომ ყველა არჩევნების წინ რაღაცნაირად გაამწვავონ - დებატები იქნება თუ განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ქართველ ხალხზე არ მუშაობს. ბრძენი ქართველი ხალხი მათი დახმარების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების შესახებ, წილოსანმა განმარტა, რომ „არავის არ დაუშლია მათთვის, ამ პროცესს დაჰკვირვებოდნენ”.

„ღია კარის შემტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი. პირიქით, ჩვენ მოვიწვიეთ ეუთო\ოდირიც. მოლოდინიც გვქონდა, რომ ზეწოლისა და ბულინგის შედეგად ისინი უარს იტყოდნენ. თუმცა ნებისმიერ სხვა მისიას თავისუფლად შეეძლო ჩამოსულიყო და დაჰკვირვებოდა. ეს არის ფარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ - ეს მათი ვაი-ვიშვიში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნებს ვერ დააკვირდებიან, მხოლოდ და მხოლოდ ბოლის შექმნისთვის არის. რეალურად, ვისაც უნდოდა დაკვირვება, შეეძლო ჩამოსულიყო და ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილები მივიყვანდით ყველა იმ უბანზე, სადაც მათ ექნებოდათ სურვილი”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.

რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

რეზოლუციის პროექტში, ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმდინარე და დაუნდობელ ჩახშობას, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს ჩახშობა ამწვავებს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს და აღრმავებს მის დემოკრატიულ უკუსვლას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის