გიორგი შარაშიძე - დიღმის ტყე-პარკი რეალური საფრთხის წინაშეა - არსებობს ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების რისკი

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი შარაშიძის განცხადებით, დიღმის ტყე-პარკი არის რეალური საფრთხის წინაშე, რადგან ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე არსებობს.

როგორც გიორგი შარაშიძემ განაცხადა, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძისთვის ხმის მიცემა ნიშნავს იმას, რომ დიღმის ტყე-პარკს არასდროს დაუბრუნდება სარეკრეაციო ზონის სტატუსი.

"დიღმის ტყე-პარკი არის რეალური საფრთხის წინაშე. თბილისის მერიამ, „ოცნებამ“ და კალაძემ, რომელიც 8 წლის განმავლობაში იყო თბილისის მერი, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დიღმის ტყე-პარკის გარკვეული ნაწილი, საუბარია 15300 კვადრატულ მეტრზე, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს საქმიანი, კომერციული საზოგადოებრივი ზონის სტატუსი, არ შეეცვალა ეს სტატუსი, არ დაებრუნებინა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რითაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამდა იმ შესაძლო მოსალოდნელ მშენებლობებს და ამ უნიკალური ტყე-პარკის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ თბილისელებს, განსაკუთრებით, დიღმის მასივის მოსახლეობას.

როგორც დიღმის მასივისთვის, ასევე თბილისის ძალიან დიდი ნაწილისთვის დიღმის ტყე-პარკი არის ფილტვები. ეს არის უნიკალური სარეკრეაციო ზონა, ნამდვილი ტყე ქალაქის ცენტრში. ამიტომ აქ დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის მშენებლობა და ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ აუცილებლად მოხდეს ამ მიწების კერძო მფლობელებისგან გამოსყიდვა, ადგილმონაცვლეობა. ამ ტერიტორიების, რაც შეადგენს 10%-ზე მეტს დიღმის ტყე-პარკისა, დაბრუნება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის.

მე ვაფრთხილებ კიდევ ერთხელ თბილისელებს, განსაკუთრებით დიღმის მასივის მოსახლეობას, კახა კალაძისთვის ხმის მიცემა ნიშნავს იმას, რომ დიღმის ტყე-პარკს არასდროს დაუბრუნდება სარეკრეაციო ზონის სტატუსი და აქ მუდმივად იარსებებს ამ ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე.

ამიტომ, ყველამ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, უარი უნდა უთხრას „ოცნებას“, კორუმპირებულ კალაძეს და აირჩიოს „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის ის, რომ აუცილებლად მოვახდენთ ყველა სარეკრეაციო ზონის გამოსყიდვას კერძო მფლობელებისგან და ამ მწვანე ტერიტორიას დავუბრუნებთ თბილისს“, - განაცხადა შარაშიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს