ირაკლი კობახიძემ EPC-ის სამიტის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა თემაზე: „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-7 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების სტაბილური და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების არსებობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ გლობალურად.

„საქართველოს მიზანია შუა დერეფნის შემდგომი განვითარება მისი ეფექტურობის გაუმჯობესებით, რითაც გაძლიერდება დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტის როლი. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შევასრულოთ. პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების სისტემების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს ტვირთების სწრაფ გადაადგილებას და ზრდის დერეფნის კონკურენტუნარიანობას, რაც აძლიერებს საქართველოს როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა „ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება“.

„მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელსაც ისლანდიისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები თანათავმჯდომარეობდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, მონაკოს სუვერენული პრინცი ალბერ II, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი, შვეიცარიის პრეზიდენტი კარინ კელერ-სუტერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდოლიდესი, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი და სხვა ლიდერები მონაწილეობდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის