Silk-ის უფასო ბარათით აგროვებ მეტ ქულას - საქართველოში თუ საზღვარგარეთ

Silk Bank-ში თითოეული პროდუქტი და სერვისი შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლის საჭიროებებსა თუ ყოველდღიურ გამოცდილებას. აქ სჯერათ, რომ თანამედროვე ფინანსური მომსახურება არა მხოლოდ უსაფრთხო და საიმედო, არამედ მოქნილი, გამარტივებული და მაქსიმალურად სარგებლიანი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, Silk-ის ბარათი შექმნილია იმისთვის, რომ თავიდან აირიდო ზედმეტი ხარჯები და, პარალელურად, დააგროვო მეტი ყოველდღიურად.

0% საკომისიოუფასო ბარათი

Silk-ის ბარათი სრულიად უფასოა — აქ არ არსებობს დამალული ხარჯები და გაურკვეველი პირობები. ბარათის აღება, წლიური მომსახურება, კომუნალური გადასახადები, თანხის განაღდება, გადარიცხვა და სხვა საბანკო ოპერაციები სრულდება დამატებითი საკომისიოს გარეშე. ეს ნიშნავს, რომ შენ ირჩევ მოქნილობას და კომფორტს, რომელიც ყოველდღიურ ფინანსურ საქმიანობას ბევრად მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.

მიიღე მეტი ქულა ყოველ გადახდაზე

Silk-ის ბარათი გაძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველდღიური ხარჯები სარგებლად აქციო. ყოველი ტრანზაქცია საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაძლევს მეტ ქულას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბარათი — მათ შორის პრემიუმ ბარათები, რომელთა ყოველთვიური საკომისიოც საკმაოდ ძვირია, განსხვავებით სილქ ბანკის უფასო ბარათისგან:

  • Apple/Google Pay — გადახდილი თანხის 1%
  • სხვა ყველა გადახდაზე — გადახდილი თანხის 0.5%

დაგროვილი ქულები ავტომატურად ირიცხება შენს ანგარიშზე და მარტივად კონვერტირდება ლარში.

ამავდროულად, Silk-ის ბარათის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა ის, რომ ქულების დაგროვება შეგიძლია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. აქამდე საბანკო სექტორში არ ჰქონია მომხმარებელს გამოცდილება, საზღვარგარეთ გადახდისას ლოიალობის ქულები დაეგროვებინა. ამიტომ, სილქის ბარათი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც მოგზაურობისას თუ უცხოურ ვებგვერდებზე შოპინგისას ყველაზე მეტად გამოგადგებათ.

მარტივი გამოყენებამხოლოდ 2 წუთში

Silk-ის ციფრული ბარათი ავტომატურად იხსნება Silk მობაილბანკში რეგისტრაციისთანავე. გადმოწერე აპლიკაცია, დარეგისტრირდი და დაიწყე სარგებლობა სრულიად უფასო საბანკო სერვისებით, მეტი ქულებითა და მაქსიმალური კომფორტით.

ინფორმაციას "სილქ ბანკი" ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო