პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

"ჩვენ ყველა თემას შევეხეთ, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეუთო-სთვის რაც არის საინტერესო, შევეხეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გავაცანით ის საერთო მდგომარეობა, რაც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებას. ასევე, საუბარი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევეხეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს