პრემიერი - საქართველო არის ისეთივე სუვერენული სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა, ამიტომ ყველამ ზუსტად ისევე უნდა სცეს პატივი ჩვენს სახელმწიფოს, როგორც პატივს სცემენ საკუთარ ქვეყანას

ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველო არის ზუსტად ისეთივე სუვერენული სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა, ამიტომ ყველამ ზუსტად ისევე უნდა სცეს პატივი ჩვენს სახელმწიფოს, როგორც სცემენ პატივს საკუთარ ქვეყნებს, თუ სხვა ქვეყნებს ვისთანაც თანამშრომლობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

„გახსოვთ, რუსულ კანონად მონათლეს კანონი, რომელიც ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა, ეს იყო ყოველწლიური დეკლარაციის ჩაბარება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სანქციები იყო ძალიან მსუბუქი. ეს იყო ადმინისტრაციული სანქციები, ფინანსური სანქციები. ამ დროს ბევრად უფრო მკაცრ კანონებს იღებენ იგივე მიმართულებით სხვა ქვეყნები, თუმცა მათთვის ეს არის დასაშვები. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველო არის ზუსტად ისეთივე სუვერენული სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა, ამიტომ ყველამ ზუსტად ისევე უნდა სცეს პატივი ჩვენს სახელმწიფოს, როგორც სცემენ პატივს საკუთარ ქვეყნებს, თუ სხვა ქვეყნებს ვისთანაც თანამშრომლობენ. პატივი სცეს ყველამ საქართველოს სუვერენიტეტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი