ირაკლი კობახიძე - სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, თუმცა ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია

„გამჭვირვალობის შესახებ" კანონმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და შეამცირა რადიკალიზმის და პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, ახლა ცდილობენ შემოვლითი გზებით დააფინანსონ რადიკალური აქტივობები, თუმცა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა.

მისივე თქმით, NGO-ების ნაწილი ღიად არის ჩართული რევოლუციურ პროცესებში.

„NGO-ების ნაწილი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში, ეს განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო 2022 წლის ივნისიდან, როდესაც ისინი ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და კანდიდატის სტატუსის არმინიჭების გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. იქიდან მოყოლებული ისინი უკვე ღიად არიან ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავის დროზე, ამერიკული წყაროებიდან ღიად ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები NGO-ების მეშვეობით და ეს გაგრძელდა ასევე ევროპული წყაროების მეშვეობით, EED-ი გამოირჩევა როგორც რადიკალიზმის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო, რასაც საზოგადოება ხედავს. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, თუმცა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და ამან შეამცირა რადიკალიზმის და პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ახლა ცდილობენ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ასეთი ტიპის აქტივობები, რადიკალური აქტივობები, თუმცა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, მაგრამ ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია",-განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი