მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერმა კოპენჰაგენში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას - საქართველო ევროპაში არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სწორედ ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მაშინ, როდესაც საქმე ეხება დაკავშირებადობას სხვადასხვა ბაზრებთან.

„ჩვენი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ეს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ის მიღწევებიც, რაც საქართველოს აქვს. საქართველო ევროპაში არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

ასევე, ევროპის გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველო მიუერთდა საფრანგეთის ინიციატივას, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აწუხებს ევროპის ქვეყნებს, პრობლემა, რომელიც აწუხებს ევროპის ქვეყნებს და ამ კონკრეტული ინიციატივის ფარგლებში შედგა დისკუსია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე პარტნიორებთან, როგორ უნდა მოხდეს ძალების კონსოლიდირება იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ნარკოტიკებთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლა. ეს აწუხებს ჩვენს ქვეყანასაც, ჩვენს რეგიონსაც, ბალკანეთსაც, იმ ქვეყნებს, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები. კიდევ ერთხელ აქცენტი გაკეთდა სწორედ ერთობლივ ძალისხმევაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო